„რუბინი“: „კვარაცხელიას გამოჯანმრთელებას რამდენიმე კვირა დასჭირდება“

0
31

ყაზანის „რუბინმა“ ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.

„რუსეთის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში „ურალის“ წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო და პირველ ტაიმში შეცვალეს.

ხვიჩას მარცხენა ბარძაყის ჰამსტრინგის ჯგუფის კუნთები აქვს დაზიანებული და გამოჯანმრთელების პროცესს რამდენიმე კვირა დასჭირდება“ – იუწყება „რუბინის“ პრესსამსახური.

20 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი „გამოიმუშავა“.