წიტაიშვილი სასტარტოში, გოჩოლეიშვილი შეუცვლელად

0
0

„რაიო ვალეკანომ“, რომელშიც გიორგი წიტაიშვილი გამოდის, ესპანეთის ლა ლიგის მე-13 ტურში შინ „ვალენსიასთან“ 0:1 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე სტუმრებიდან კოპეტემ გაიტანა. წიტაიშვილმა, რომელიც „რაიო ვალეკანოს“ ზაფხულში შეურთდა, მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში მეცხრედ ითამაშა. „რაიო“ 12 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.
ლა ლიგა 2-ის მე-15 ტურში „კადისმა“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი და იური ტაბატაძე ირიცხებიან, სტუმრად „რეალ სოსიედადი B” 3:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიდან მხოლოდ გოჩოლეიშვილმა ითამაშა, რომელიც დაცვის მარცხენა ფლანგზე დააყენეს. მან მიმდინარე სეზონში შეუცვლელად მესამედ ითამაშა. ტაბატაძე მძიმე ტრავმის მიღების შემდეგ, ისევ რეაბილიტაციას გადის. „კადისი“ 14 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი