ლოჩოშვილი სასტარტოში დაბრუნდა – „კიოლნმა“ „ბაიერნთან“ ქულა აიღო

0
0

ლუკა ლოჩოშვილი ზედიზედ სამი შეხვედრის სათადარიგოთა სკამზე გატარების შემდეგ, „კიოლნის“ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა. მე-10 ტურში „კიოლნმა“ სტუმრად მიუნხენის „ბაიერნთან“ ქულა აიღო და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მისი კარგი თამაშის დამსახურებაცაა, რომ კიოლნელებმა გერმანულ გრანდთან არ წააგეს.
მატჩის მე-12 წუთზე სტუმრებიდან ანგარიში მურმა გახსნა, ხოლო მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი 37-ე წუთზე ბრაუნმა გაიტანა. დარჩენილ დროში ბურთი არცერთ კარში გასულა და „კიოლნი“ 10 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი