„კრისტალ პალასს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს

0
0

„კრისტალ პალასს“ თომას ფრანკი გაწვრთნის, რის შესახებ ლონდონელთა პრესსამსახური იუწყება. 53-ე წლის დანიელმა სპეციალისტმა პიერ საჟი შეცვალა და კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა.
საჟი „კრისტალ პალასს“ 2026 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა. მან ავსტრიელი ოლივერ გლასნერი შეცვალა, რომელმაც შარშან ინგლისურ გუნდს არსებობის ისტორიაში პირველი ევროთასი მოაგებინა – კონფერენს ლიგაში გაამარჯებინა.
სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ფრანკი დანიის ასაკობრივ ნაკრებებს, „ბრონდბიუს“, „ბრენტფორდს“ და „ტოტენჰემს“ ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით „ბრენტფორდმა“ 74 წლის განმავლობაში პირველად ინგლისის უმაღლეს დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი