17-წლამდელებმა ევროშესარჩევი ფრით დაიწყეს

0
1

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ჩიტაური წვრთნის, ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის A ლიგის მე-14 ჯგუფის პირველი რაუნდი ქულით დაიწყო.
ჩვენი გუნდი ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ავსტრიელ თანატოლებს უგოლო ფრეზე გაეყარა. ჩიტაურის შეგირდები მომდევნო მატჩს 17 ნოემბერს ყაზახეთთან ჩაატარებს. მანამდე, 14 ნოემბერს ერთმანეთს ავსტრია და ყაზახეთი დაუპირისპირდებიან.
17-წლამდელთა ევროშესარჩევის პირველ რაუნდში 54 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 14 მინი-ტურნირში ითამაშებენ. მინი-ტურნირების შედეგების მიხედვით, ჯგუფების 14 გამარჯვებული და 14 მეორეადგილოსანი A ლიგის მეორე რაუნდში ითამაშებს, ხოლო დარჩენილი 26 გუნდი B ლიგაში იასპარეზებს.
A ლიგის გუნდები მომავალ წლის გაზაფხულზე ფინალური ეტაპის 7 საგზურს გაითამაშებენ, ხოლო ერთი საგზური ავტომატურად მომავალი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ლატვიას ეკუთვნის. ევრო 2027 24 მაისიდან 6 ივნისამდე ჩატარდება და 2027 წელს კატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევსაც წარმოადგენს.
ლაშა თაბაგარი