მორიგი სამწვრთნელო ცვლილება სერია A-ში

0
1

ალბერტო აკვილანი „სასუოლოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ამის მიზეზი მიმდინარე სეზონში გუნდის ცუდი თამაშია – „სასუოლოს“ 13 სექტემბრის შემდეგ სერია A-ში არ გაუმარჯვია. აკვილანის ხელმძღვანელობით გუნდმა 11 მატჩში 8 ქულა აიღო და 20-გუნდია სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა. მანამდე, 42 წლის აკვილანი „კატანძაროს“, „პიზას“ და „ფიორენტინას“ ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, „სასუოლოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი რობერტო დიავერსა იქნება, რომელიც კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმებს.
51 წლის იტალიელი სპეციალისტი გასულ სეზონში „ტორინოს“ ავარჯიშებდა, რომელიც ქვედა ლიგაში დაქვეითებას გადაარჩინა. გარდა ამისა, ის „ემპოლის“, „ლეჩეს“, „სამპდორიას“ და „პარმას“ ხელმძღვანელობდა.
ლაშა თაბაგარი