საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების B ლიგის მე-2 ჯგუფში 14 ნოემბერს შინ უნგრეთთან, ხოლო 17 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინასთან გასამართი მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
შეკრების პირველ დღეს რამაზ სვანაძის განკარგულებაში “მიხეილ მესხი 2”-ზე გამართულ ვარჯიშში 15 ფეხბურთელი იყო.
10 ნოემბრიდან გუნდის გიორგი მამარდაშვილი, საბა საზონოვი, ივა გელაშვილი, ჯემალ ტაბიძე, ირაკლი აზაროვი, საბა გოგლიჩიძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი წიტაიშვილი შეურთდებიან. სვანაძემ მომავალი მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში უკრაინის “კოლოსში” მოასპარეზე ნახევარმცველ ნიკა გაგნიძეს უხმო, რომელიც თავდაპირველად სიაში არ იყო.
საქართველოს ნაკრები უნგრეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება და თამაში 21:00 საათზე დაიწყება. ჯგუფში პირველ ადგილზე ჩრ.ირლანდიაა 8 ქულით, მეორე პოზიციაზე უნგრეთია 7 ქულით, უკრაინა მესამეა 4 ქულით, ხოლო საქართველო 2 ქულით ბოლოა
ლაშა თაბაგარი





