ჩაკვეტაძეს ახალი მწვრთნელი ჰყავს

0
2

„უდინეზეს“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კოსტა რუნიაიჩი დაითხოვეს და პაოლო ძანეტი დანიშნეს. 55 წლის გერმანელი უდინელებს 2024 წლიდან ავარჯიშებდა და მიმდინარე სეზონის სტარტზე ნაჩვენები ძალიან ცუდი შედეგის გამო გაუშვეს.
43 წლის ძანეტიმ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მანამდე, იტალიელი სპეციალისტი „სუდტიროლს“, „ასკოლის“, „ვენეციას“, „ემპოლის“ და „ვერონას“ ავარჯიშებდა. „ვერონაში“ კარისკენ 2026 წლის თებერვალში მიუთითეს. უდინელებს იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 10 ტურის შემდეგ 5 ქულა აქვთ და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზე არიან.
გიორგი ჩაკვეტაძე “უდინეზეს” ზაფხულში შეუერთდა და იტალიის სერია A-ში ჩატარებულ 7 მატჩში საგოლე მოქმედება არ ჰქონია.
ლაშა თაბაგარი