ფუტსალის ნაკრებმა ორი სპარინგი თელავში დაგეგმა

0
0

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 5 და 7 ნოემბერს, ავთანდილ ასათიანის გუნდი ლიბანის ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა თელავის სპორტის სასახლეში გაიმართება. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.
მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში 16 ფეხბურთელია გამოძახებული. მათ შორის ერთი დებიუტანტია – გეგა კოშაძე თსუ-დან.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ალი ასლანი (კსუ), ბექა ტყემალაძე (დინამო თბილისი), ლუკა ხარშილაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი).
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (პსპ), არჩილ სებისკვერაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), გეგა კოშაძე (თსუ), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ლევან სვანიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ლუკა ფარცვანია (გომელი, ბელარუსი), საბა ტყეშელაშვილი (გომელი, ბელარუსი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ).
მატჩების განრიგი | თელავის სპორტის სასახლე
5 ნოემბერი | საქართველო – ლიბანი | 19:00
7 ნოემბერი | საქართველო – ლიბანი | 14:00
ლაშა თაბაგარი