კვერნაძის მეოთხე საგოლე პასი სერია A-ში

0
3

გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეს“ შემადგენლობაში იტალიის სერია A-ში  მაღალ დონეზე კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა. მე-10 ტურში „ფროზინონემ“ შინ „ტორინო“ 2:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 48-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი კვერნაძე ერთ მცველს გაცდა და პასი ჯედიემისს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა. ძირთადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე კალომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „ფროზინონე“ 20 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა. გიორგიმ მიმდინარე სეზონში იტალიის პირველობაზე ჩატარებულ 10 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
ინგლისის პრემიერლიგის მე-9 ტურში “ლივერპულმა” შინ ლონდონის “არსენალთან” 0:1 წააგო. ჩვენი ეროვნული გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილი თადარიგში იყო. “ლივერპული” 15 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი