ძებნიაურის მეოთხე გოლი უზბეკეთში

0
2

თორნიკე ძებნიაურმა „სურხონის“ მაისურით მიმდინარე სეზონში უზბეკეთის სუპერლიგაში მეოთხე გოლი გაიტანა. 26-ე ტურში „სურხონი“ თავის მოედანზე პაატა ღუდუშაური ქარშის „ნასაფს“ დაუზავდა – 1:1.
ძებნიაური სასტარტო შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს. მან 67-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში დაამუშავა ბურთი და კარის ბადეში გადაგზავნა. ღუდუშაურმა მოედანზე საწყისი 58 წუთი დაჰყო. მან 50-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
ძებნიაურმა „სურხონში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და 20 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. „ნასაფი“ 42 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მეხუთეა, ხოლო თერმეზელებს 30 ქულა აქვთ და მე-12 პოზიციაზე არიან.
ლაშა თაბაგარი