გულიაშვილმა „რეალთან“ შეცვლაზე ითამაშა

0
2

სანტანდერის „რასინგი“, რომელშიც გიორგი გულიაშვილი თამაშობს, ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურში სახლში მადრიდის „რეალთან“ 0:3 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 82-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის მე-11 წუთზე მასპინძლების მცველმა თავის საჯარიმოში კილიან მბაპე წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა გამოიყენა. 21-ე წუთზე ჯუდ ბელინგემი საჯარიმოს გარეთ გამოსულ „რასინგის“ მეკარეს გაცდა და ცარიელ კარში გაიტანა. 36-ე წუთზე დიომანდემ დაახლოებით 18 მეტრიდან ძლიერი დარტყმით ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. „რასინგი“ 11 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი