საზონოვის და ქოჩორაშვილის დაპირისპირება არ შედგა

0
4

ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურში საბა საზონოვის „ხეტაფემ“ თავის მოედანზე გიორგი ქოჩორაშვილის „სევილია“ 3:1 დაამარცხა. სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დაპირისპირება არ შედგა – მცველ საზონოვს განაცხადში ყოფნა აკმარეს, ხოლო ნახევარმცველი ქოჩორაშვილი თამაშში 87-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის მე-19 წუთზე სტუმრებიდან ანგარიში სალასმა გახსნა, ხოლო 69-ე წუთზე ენეს უნალმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 73-ე წუთზე „სევილიას“ კარი სატრიანომ აიღო. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ანდალუსიელებს უხეშობისთვის ბუენო გაუძევეს. „ხეტაფედან“ წერტილი მანგალამ დასვა 94-ე წუთზე.
„სევილია“ 17 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, ხოლო „ხეტაფე“ 12 ქულით მეთორმეტეა.
ლაშა თაბაგარი