ალექსანდრე ნარიმანიძემ „ჟილინას“ მაისურით მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში მეორე საგოლე პასი შეასრულა. მე-13 ტურში „ჟილინამ“ საკუთარ მოედანზე „მიჰალოვცე“ 4:1 დაამარცხა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა შეუცველად ითამაშა.
მატჩის მე-8 წუთზე შეტევაში ჩართულმა ნარიმანიძემ მეტოქის საჯარიმოში ბურთს მიმართულება შეუცვალა და პასი ჰრანიცას მისამართით გამოუვიდა, რომელმაც ანგარიში გახსნა. სტუმრებში ორი ტაიმი ჩაატარა მცველმა თორნიკე ძოწენიძემ, რომელმაც 54-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ნარიმანიძემ ამ სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 11 შეხვედრაში 2 გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა, ხოლო თასზე ჩატარებულ ორ თამაშში 2 ბურთი შეაგდო. „ჟილინა“ 25 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა.
ლაშა თაბაგარი





