„სენტ-ეტიენი“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი თამაშობს, საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-11 ტურში სტუმრად „გენგამთან“ 0:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, რის შემდეგ ოთხ წუთში შეცვალეს.
მატჩის 37-ე წუთზე ანგარიში კიელტმა გახსნა, ხოლო 50-ე წუთზე სტუმართა კარი ავერლანტმა აიღო. 85-ე წუთზე საბოლოო წერტილი სამოურამ დასვა. დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში 10-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა, პლუს 2 საგოლე პასი გააკეთა. „სენტ-ეტიენი“ 25 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





