„ვილიარეალის“ საშინაო მარცხი – მიქაუტაძეზე პენალტი არ დადეს

0
6

„ვილიარეალი“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურში თავის მოედანზე „ესპანიოლთან“ 0:1 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდში ყველაზე აქტიურიც იყო.
პირველ ტაიმში სახიფათო მომენტი არცერთ კართან შექმნილა. 54-ე წუთზე ვეიგას გადაცემის შემდეგ, კარის წინ გახსნილმა მიქაუტაძემ ვარდნაში მიწაზე დაუშვებლად დაარტყა ბურთი, რომელიც მეკარემ მოიგერია.
მე-60 წუთზე სტუმართა იერიში კარის ახლოდან ზუსტი დარტყმით კაბრერამ დაასრულა. 75-ე წუთზე გიორგი სტუმართა ნახევარზე მოიპოვა ბურთი და შეტევი დაიწყო, რომლის დროს ორ მოწინააღმდგეს გაცდა, მაგრამ საჯარიმოში შესულმა არაზუსტად დაარტყა.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში მიქაუტაძე მარცხენა ფლანგზე ერთ მეტოქის გაცდა და საჯარიმოში შესული გვერდი აუარა პერიესაც, რომელმაც აშკარად წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. „ვილიარეალს“ 12 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი