საბა ლობჟანიძემ „რეალ სოლტე ლეიკის“ მაისურით მიმდინარე სეზონში MLS-ში მეოთხე გოლი გაიტანა. მორიგ ტურში „რეალ სოლტ ლეიკმა“ სტუმრად „ოსტინი“ 2:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის 55-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, ლობჟანიძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და მეკარისგან მარცხენა „ცხრიანში“ „ჩასვა“. მან ამ სეზონში MLS-ში ჩატარებულ 17 თამაშში 4 გოლის გარდა, ამდენივე საგოლე პასი მიითვალა. „რეალ სოლტ ლეიკი“ 42 ქულით 15-გუნდიან დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





