არაბიძე „ტორპედოდან“ წავიდა

0
3

გიორგი არაბიძემ ქუთაისის „ტორპედო“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე დატოვა. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 28 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა. 28 წლის გარემარბი ქუთაისელთა რიგებს 2022-2024 წლებში იცავდა და შემდეგ სამხრეთ კორეის „ულსანში“ გადავიდა, ხოლო წელს „ტორპედოში“ დაბრუნდა.
მანამდე, ის დონეცკის „შახტარში“, პორტუგალიის „ნასიონალში“, თურქეთის „ადანასფორში“, ვოლგოგრადის „როტორში“ და „სამტრედიაში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი