ლორთქიფანიძემ სერია B-ში პირველი საგოლე პასი მიითვალა

0
5

დაჩი ლორთქიფანიძემ „კრემონეზეს“ მაისურით იტალიის სერია B-ში პირველი საგოლე პასი შეასრულა. მე-9 ტურში „კრემონეზემ“ სტუმრად „მანტოვა“ 2:0 დაამარცხა, ხოლო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსნახევარმცველი თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო. მანამდე, ის ზედიზედ სამ შეხვედრაში მოედანზე არ გასულა.
მატჩის პირველ წუთზე სტუმრები ბონაცოლიმ წინ გაიყვანა. მე-80 წუთზე „კრემონეზემ“ მარჯვენა ფლანგიდან შეუტია და ლორთქიფანიძემ ზუსტი პასი გაუკეთა შორეულ ძელთან გახსნილ ნასტის, რომელმაც თავით გაიტანა. 84-ე წუთზე „კრემონეზე“ მოედანზე 10 კაცით დარჩა, რადგან ორი ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ ბარბიერი გააძევეს. „კრემონეზე“ 9 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი