„ვილიარეალის“ იოლი მოგება – მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა

0
2

„ვილიარეალს“, რომლის თავდასხმის ლიდერი გიორგი მიქაუტაძეა, ესპანეთის თასის 1/32-ფინალში გასვლა არ გაჭირვებია. 1/32-ფინალში „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ სტუმრად რანგით მეხუთე ლიგის „მანაკორი“ 5:0 გაანადგურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდიი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის მე-13 წუთზე ანგარიში დიატამ გახსნა, ხოლო 26-ე წუთზე თავი ოლუვასეიმ გამოიჩინა. 47-ე წუთზე მასპინძლების კარი კარდონამ აიღო. 55-ე წუთზე „მანაკორი“ ელ ჯმილიმ დაამწუხრა. 68-ე წუთზე თავის ანგარიშზე გოლი ნიკოლა პეპემ ჩაიწერა.
ლაშა თაბაგარი