„რაიოს“ თასზე მეოთხელიგელთან გაუჭირდა – წიტაიშვილის სრული მატჩი

0
4

„რაიო ვალეკანო“, რომელშიც გიორგი წიტაიშვილი გამოდის, ესპანეთის თასის 1/32-ფინალში გავიდა. მადრიდელებმა 1/32-ფინალში სტუმრად რანგით მეოთხე ლიგის უელვას „რეკრეატივო“ 3:2 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა და 84-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
მატჩის 23-ე წუთზე მასპინძლები მარინმა დააწინაურა. 41-ე წუთზე „რეაკრეატივო“ უმცირესობაში დარჩა, რადგან უხეშობისთვის რიერა გაუძევეს. 43-ე წუთზე ალემაომ პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. ძირითად დროში ანგარიში არ შეცვლილა და დამატებითი 30 წუთი დაინიშნა.
97-ე წუთზე ალემაომ სტუმრები წინ გაიყვანა, ხოლო ორ წუთში დე ფრუტოსმა ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 108-ე წუთზე „რაიო ვალეკანოს“ მცველ ლეჟენს უხეში თამაშისთვის წითელი ბარათი აჩვენეს. 109-ე წუთზე  „რეკრეატივოდან“ თავი რომერომ გამოიჩინა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი გამოიყენა.
ლაშა თაბაგარი