ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურში გამართული ვალენსიური დერბის მთავარი გმირი გიორგი მიქაუტაძე აღმოჩნდა. „ვილიარეალმა“ სტუმრად „ვალენსია“ 2:1 დაამარცხა და შეხვედრის ბოლო წუთზე გამარჯვების გოლი საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გაიტანა, რომელიც თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის 35-ე წუთზე „ვილიარელის“ საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი რაბა პორტუგალიელმა მცველმა რენატო ვეიგამ წააქცია და არბიტრმა ეპიზოდის VAR გადამოწმების შემდეგ პენატი დანიშნა, რომელიც პეპელუმ გაიტანა.
69-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა კარდონამ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ფრიმენმა თავით ანგარიშ გაათანაბრა.
79-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა გეიემ მასპინლების კაპიტან გაიას სახეში იდაყვი ჩაარტყა და წითელი ბარათი მიიღო. 89-ე წუთზე ელიოტი მეორედ „გააყვითლეს“ და თამაში ნაადრევად დაასრულა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე „ვილიარეალის“ კონტრშეტევა თავისი ნახევდირდან მიქაუტაძემ დაიწყო და მოლეიროს პასის მერე, პეპელუს გაცდა, ხოლო საჯარიმოში შესულმა დმიტრიევსკის კარი „ცაციათი“ აიღო. მან მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა, გარდა ამისა, მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის 3 თამაშში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. „ვილიარეალი“ 12 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მერვეა. ის ევროპის ტოპ 5 ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით ხვიჩა კვარაცხელიას დაეწია – 41. მე-3 ადგილზე ლევან კობიაშვილია (32), მეოთხეზე ალექსანდრე იაშვილი (32), ხოლო მეხუთეზე – კახა კალაძე (13). გია გურულმა 12 გოლი მიითვალა, ხოლო ლევან მჭედლიძემ – 11.
ხვიჩამ ტოპ 5 ლიგებში 26 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მიქაუტაძემ – 7.
ხვიჩა კვარაცხელიას გოლები TOP 5 ლიგებში:
2022/23 – ნაპოლი – 12
2023/24 – ნაპოლი – 11
2024/25 – ნაპოლი – 5
2024/25 – პსჟ – 4
2025/26 – პსჟ – 8
2026/27 – პსჟ – 1
გიორგი მიქაუტაძის გოლები TOP 5 ლიგებში:
2023/24 – მეცი – 13
2024/25 – ლიონი – 11
2025/26 – ლიონი – 1
2025/26 – ვილიარეალი – 13
2026/27 – ვილიარეალი – 3
2023/24 წლების სეზონში “მეცის” რიგებში მიქაუტაძემ კიდევ ერთი გოლი პლეი-ოფში გაიტანა, რომელიც საერთო ჩათვლაში არ არის ნაგულისხმევი.
ლაშა თაბაგარი





