კაკაბაძის მეორე საგოლე პასი სეზონში

0
6

„კრაკოვიას“ კაპიტანმა ოთარ კაკაბაძემ მიმდინარე სეზონში პოლონეთის ექსტრაკლასაში მეორე საგოლე პასი მიითვალა. მე-12 ტურში კრაკოველები სტუმრად „პიასტს“ შეხვდნენ და 1:3 წააგეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. 62-ე წუთზე შეტევაში ჩართული კაკაბაძე მარჯვენა ფლანგზე ერთ მეტოქეს გაცდა და საჯარიმოში პასი კნაპს გაუკეთა, რომელმაც ერთი ბურთი გაქვითა. დარჩენილ დროში „პიასტმა“ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. „კრაკოვია“ 12 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი