მამუკელაშვილის 5 ქულა პირველ ოფიციალურ მატჩში

0
3

სანდრო მამუკელაშვილმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ მაისურით ნბა-ში პირველი მატჩი ჩაატარა. ახალი სეზონის სტარტზე „ლეიკერსმა“ შინ „გოლდენ სტეიტს“ 127:105 აჯობა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო ხუთეულში არ იყო და მოედანზე 22:11 წუთი გაატარა. მან 5 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. მამუკელაშვილმა 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 2-დან 1 საჯარიმო ზუსტად ისროლა.
„ლეიკერსში“ ყველაზე შედეგიანი სლოვენიელი ვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი იყო – 28 ქულა, 7 შედეგიანი პასი და 8 მოხსნა. „გოლდენ სტეიტში“ 23 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო. „ლეიკერსი“ 24 ოქტომბერს „ლოს ანეჯელეს კლიპერსს“ უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი