ხვიჩა კვარაცხელია: “ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის”

0
5

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-3 ტურში შინ “ბარსელონასთან” მატჩში (4:2) მარჯვენა ფეხის მუხლის ჯვარედინი მყესის გაწყვეტის შემდეგ, სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა:
“ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაშში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო, მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ.
დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს – რატომ მაინც და მაინც მე? არასდროს არაფერი დამიშავებია. ალბათ ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე, რაც კი ოდესმე მოაზრებულვარ.
ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა და მაინც ვხვდები, რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე სხვა მოედანზე მყოფი ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს ტკივილი შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო.
ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია, არ გიღალატებთ პირობას ვდებ წამს არ დავკარგავ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის” – დაწერა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და პსჟ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა.
კვარაცხელიამ ტრავმა მატჩის 59-ე წუთზე ესპარტთან ორთაბრძოლის დროს მიიღო და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა. პარიზული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და უახლოეს პერიოდში ოპერაციას გაიკეთებს. ასეთი ტრავმის დროს სარეაბილიტაციო პერიოდი 7-დან 9 თვემდე გრძელდება.
ლაშა თაბაგარი