„სენტ-ეტიენმა“ სტუმრად მოიგო – დავითაშვილმა შეცვლაზე ითამაშა

0
0

„სენტ-ეტიენმა;“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-9 ტურში სტუმრად „რედ სტარი“ 1:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი, რომელსაც მე-10 ტურში არ უთამაშია, მოედანზე შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა. გასულ სეზონში დავითაშვილი გუნდის უპირობო ლიდერი იყო, ხოლო მიმდინარეში სასტარტო შემადგენლობაში სტაბილურად არ თამაშობს.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე კარდონამ გაიტანა, რომლის მაგივრადაც მეორე ტაიმში ზურიკო თამაშში ჩაერთო. „სენტ-ეტიენი“ 22 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი