ლოჩოშვილის „კიოლნის“ მარცხი ფრანკფურტში

0
5

ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში შეუცვლელად კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა. მე-6 ტურში „კიოლნი“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ზაფხულში შეუერთდა სტუმრად „აინტრახტთან“ 0:1 დამარცხდა.
მატჩის მე-40 წუთზე სტანდარტულის შესრულების დროს, მეტოქის საჯარიმოში ჩასულ ლოჩოშვილს საჰაერო ორთაბრძოლისას მასპინძლების მცველ ლუკას ბრასიეს ხელი სახეში მოხვდა და დაეცა. ვიდრე ქართველი ფეხბურთელი ტკივილის გამო ფეხზე ვერ დგებოდა, ბრასიე მასთან მივიდა და ორივე ხელი ზურგში ჰკრა. ამის გამო „კიოლნისა“ და „აინტრახტის“ მოთამაშეები შელაპარაკდნენ, მაგრამ ვითარება მალე განიმუხტა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 77-ე წუთზე გავიდა, როდესაც ასეკო-ნკილის გადაცემის მერე, კიოლნელთა საჯარიმოში მყოფმა ებნუტალიბმა ბურთი მეკარისგან ახლო კუთხეში შეაგდო. „კიოლნი“ 7 ქული 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი