ალექსანდრე ნარიმანიძემ „ჟილინას“ მაისურით მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ამჯერად თავი სლოვაკეთის თასზე გამოიჩინა.
1/16-ფინალში „ჟილინამ“ სტუმრად ქვედალიგელი „კოსტოლნე კრაჩანყ“ 5:0 გაანადგურა. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. 24-ე წუთზე ნარიმანიძე შეტევაში ჩაერთო და დაახლოებით 25 მეტირდან ძლიერი დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა. მანამდე, მან თავი ორჯერ სლოვაკეთის ჩემპიონატში გამოიჩინა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე ერთი საგოლე პასია.
ლაშა თაბაგარი





