„იბერიას“ წარუმატებელი დებიუტი კონფერენს ლიგაში

0
0

თბილისის „იბერიასთვის“ უეფას კონფერენს ლიგაში დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი სტუმრად ბელგიის „სენტ-ტრიუდენს“ შეხვდა და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.
მატჩის მე-11 წუთზე თბილისელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ბაჟდარი ალექსანდრე ამისულაშვილს გაცდა და კუთხურის ხაზიდან პასი უმეთვალყურეოდ დარჩენილ მარჯვენა მცველ ვანვესემაელს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა.
27-ე წუთზე ანგარიშის გაზრდა იშვატარის შეეძლო, რომელმაც ბურთი საჯარიმოში მიიღო და მარჯვენა მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ გიორგი მაკარიძემ საიმედოდ ითამაშა. 35-ე წუთზე ზვიად ნაჭყებია თავისი საჯარიმოდან ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც იქვე მდგომ მბუკუს მიუვიდა და ამ უკანასკნელის დარტყმული მააკრიძემ გაანეიტრალა.
მე-60 წუთზე მასპინძლების კონტრშეტევა ვანვესემაელმა წამოიწყო და თბილისელთა საჯარიმოს ხაზთან მისულმა დაარტყა. მაგრამ მაკარიძემ ბურთი ხელებში დააფიქსირა. 65-ე წუთზე ლუქსემბურგელმა მცველმა ვაჰიდ სელიმოვიჩმა გრძელ პასი გაუკეთა ნიკა სიხარულაშვილს, რომელიც ბელგიელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და ფინტით ტანიგუჩის გაცდა, რის შემდეგ, არაზუსტად დაარტყა. 67-ე წუთზე პუპემ „იბერიას“ ორი ფეხბურთელი ჩამოიცილა და დაარტყა, მაგრამ ბურთი კარს გადაცდა. 85-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა ჯინჯოალავამ დაახლოებით 30 მეტრიდან დაარტყა და ბელგიელთა მეკარემ ბურთი ხელებში დააფიქსირა. 88-ე წუთზე სებაუიმ კარიდან წინ გამოსული მააკრიძე შენიშნა და მოედნის ცენტრიდან ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო.
„იბერია“ კონფერენს ლიგის ფაზაში მეორე თამაშს 22 ოქტომბერს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვედეთის „მიალბიუსთან“ ჩაატარებს.
„სენტ-ტრიუდენი“ (ბელგია) – „იბერია“ (თბილისი)  2:0 (1:0)
15 ოქტომბერი. სენტ-ტრიუდენი. სტადიონი „დაიო ვასაბი სტაიენი“.
„სენტ-ტრიუდენი“
: კოკუბო, ვანვესემაელი, მუსლიუ, ტანიგუჩი (კ), პუპე, მერიენი,  სისაკო, ისჰივატარი, სებაუი (შინკავა, 90+3), ბაჟდარი (სოელე, 78), მბუკუ (მატსუზავა, 83),.
მთავარი მწვრთნელი: ფრედერიკ დე მეიერი.
„იბერია“: მაკარიძე, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჩანჩარი (ქობულაძე, 84), ჯინჯოლავა (კ), ქარდავა. დადიანი (კუცია, 84), სიხარულაშვილი, ნაჭყებია (ენდე, 71), კაფე (ტიბუე, 71), ძაგანია (ბართიშვილი, 78).
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე.
გოლები: 1:0 ვანვესემაელი (11), 2:0 სებაუი (88)
გაფრთხილება:
იშივატარი (36)
მთავარი მსაჯი:
მეჰმეტ ტურკმენი (თურქეთი).
ლაშა თაბაგარი