ნარიმანიძის გოლი და გაძევება

0
2

სანდრო ნარიმანიძემ „ჟილინას“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში მეორე გოლი შეაგდო. მე-10 ტურში „ჟილინა“ სტუმრად „რუჟემბეროკს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ ორი ბურთი იგებდა, საბოლოოდ მხოლოდ ქულა აიღო – 2:2.
შეხვედრის მე-11 წუთზე სტუმრებიდან ანგარიში ფასკომ გახსნა, რომელმაც მე-11 წუთზე პენალტი გაიტანა. მე-16 წუთზე „ჟილინამ“ კუთხური ჩააწოდა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსკაპიტანმა თავით ეფექტური გოლი გაიტანა.
25-ე წუთზე ნარიმანიძემ თავის საჯარიმოში მეტოქის ფეხბურთელი წააქცია და ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათი მიიღო. 41-ე წუთზე კოსტკამ ანგარიში გაათანაბრა და დარჩენილ დროში გოლი არ გასულა. „ჟილინა“ 21 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი