ვაკო ყაზაიშვილმა „შანდუნის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ჩინეთის სუპერლიგაში მე-6 გოლი გაიტანა.
27-ე ტურში „შანდუნი“ შინ „ჩონქინგს“ დაუზავდა, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. სტუმრები 25-ე წუთზე დაწინაურდნენ, ყაზაიშვილმა კი საპასუხო ბურთი 55-ე წუთზე გაიტანა, რომელიც ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა. 72-ე წუთზე „შანდუნის“ ფეხბურთელმა მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყაზაიშვილმა მცველს დაასწრო და თავით ანგარიში გაათანაბრა. მან ამ სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 6 ბურთი შეაგდო და 8 საგოლე პასი გააკეთა. „შანდუნი“ 38 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





