„ჰაიდენჰაიმმა“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-7 ტურში სახლში „კაიზერსლაუტერნს“ შეხვდა და უგოლო ფრეზე გაეყარა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტოში ვერ მოხვდა და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. მან ამ სეზონში ჩემპიონატში მეექვსე თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
„ჰაიდენჰაიმს“ 14 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





