ნიკა კაჭარავამ, რომელიც „ბუხოროში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, უზბეკეთის სუპერლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა. 23-ე ტურში „ბუხორომ“ შინ „ანდიჟანი“ 3:2 დაამარცხა და საქართველოს ეროვნული გუნდის ექსფორვარდმა მასპინძლების წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
მე-80 წუთზე, როდესაც სტუმრები 2:0 იგებდნენ, მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა კაჭარავამ მახვილი კუთხიდან წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო და ანგარიში შეამცირა. 83-ე წუთზე კაჭარავამ „ანდიჟანის“ საჯარიმოში კაიუმოვი მოძებნა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე „ბუხოროდან“ თავი ესანოვმა გამოიჩინა და მასპინძლებს სამი ქულა მოუტანა. 32 წლის კაჭარავამ მიმდინარე სეზონში უზბეკეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გაიტანა. „ბუხორო“ 37 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





