არტეტა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდა

0
6

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა. La Vanguardia ინფორმაციით, მისი ხელფასი წელიწადში 25 მილიონი ფუნტ სტერლინგი (25 მილიონი ევრო) იქნება და პრემიერლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდა. მანამდე, ის 17,3 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა. მეორე ადგილზე საუდის არაბეთის “ალ-ჰილალის” დამრიგებელი იტალიელი სიმონე ინძაგია (25,7 მილიონი ევრო), ხოლო მესამეზე მადრიდის “ატლეტიკოს” არგენტინელი თავკაცი დიეგო სიმეონე (23,2 მილიონი ევრო).
„ჩემთვის პატივია დავუკავშირო მომავალი ამ კლუბს და ვიმუშავო განსაკუთრებულ ადამიანებთა, რომლებსაც „არსენალისთვის“ მხოლოდ საუკეთესო სურთ. ეს კლუბი უნიკალურია თავისი ხასიათით და იმით თუ რა გრძნობებს იწვევს. ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი გზა გრძელდება. ჩვენ უკვე შევქმენით განსაკუთრებული კავშირი და მოგონება მთელი ცხოვრების განმავლობაში, ხოლო რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს ისაა, რომ ეს მხოლოდ იმის დასაწყისია, რის მიღწევაც ერთად შეგვიძლია. ჩვენი გულშემატკივრების სიყვარულს და პატივისცემას ვგრძნობ – ვცდილობ მათ იმავეთი ვუპასუხო“ – იუწყება 44 წლის ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს ინგლისური კლუბის პრესსამსახური.
არტეტა „არსენალში“ 2011-2016 წლებში თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 150 მატჩში 16 გოლი გაიტანა. ის გუნდის მთავარი მწვრთნელი 2019 წელს გახდა. მისი ხელმძღვანელობით „არსენალმა“ 2025-2026 წლების სეზონში ინგლისის პრემიერლიგა მოიგო, 2019-2020 წელს – ინგლისის ასოციაციის თასი, ხოლო 2020, 2023 და 2026 წლებში – ინგლისის სუპერთასი.