კარვახალის „ხეტაფეში“ ჩაშლილი ტრანსფერის მიზეზი ცნობილია

0
3

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და „ხეტაფეს“ ექსმცველის კარვახალის „ხეტაფეში“ ტრანსფერი კონტრაქტის პირობების შეთანხმებასთან არსებული პრობლემის გამო ჩაიშალა.
ესპანური რადიოსადგურის Cadena SER-ის ინფორმაციით, ლა ლიგის ფინანსურმა ორგანოებმა „ხეტაფეს“ მიერ კარვახალისთვის შეთავაზებული ხელფასი, რომელიც წელიწადში 400000 ევროს შეადგენდა, არარეალურად მცირედ მიიჩნიეს, რადგან მანამდე ის „რეალში“ წელიწადში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა.
ფეხბურთელმა „ხეტაფეში“, სადაც საბა საზონოვი გამოდის, სამედიცინო შემოწმება გაიარა და გარიგების დასასრულებლად ლა ლიგის დასტური იყო საჭირო.
არსებული პრობლემების ფონზე „ხეტაფეს“ პრეზიდენტმა ანხელ ტორესამ ჟურნალისტებს განუცხადა: „ის არ მოვა. რატომ უნდა მოვიდეს? მე ვიხუმრე“.
ლაშა თაბაგარი