გაგნიძე და მოსკოვის „დინამო“ დაშორდნენ

0
0

ლუკა გაგნიძემ და მოსკოვის „დინამომ“ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყვიყეს, რის შესახებ რუსული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
გაგნიძე მოსკოვურ კლუბში 2022 წელს თბილისის „დინამოდან“ გადავიდა და 55 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ის იჯარით ეკატერინბურგის „ურალში“, პოლონეთის „რაკუვში“, სამარას „კრილია სოვეტოვში“, ხოლო გასულ სეზონში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის „გრანადაში“ გამოდიოდა.
გაგნიძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ხოლო ეროვნულ გუნდში 4 შეხვედრა ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი