რიად მაჰრეზი კატარის „ალ-შამალში“ ითამაშებს, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება. 35 წლის ალჟირელი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეურთდება და მოკლევადიან კონტრაქტს გააფორმებს.
35 წლის მაჰრეზმა გასულ სეზონში საუდის არაბეთის „ალ-აჰლის“ მაისურით ყველა ტურნირში 44 მატჩი ითამაშა და 8 გოლის გატანის გარდა, 15 საგოლე პასი გააკეთა.
მანამდე, ის საფრანგეთის „ჰავრში“, „ლესტერში“ და „მანჩესტერ სიტიში“ გამოდიოდა. მაჰრეზმა საკლუბო კარიერაში ჩატარებულ 691 შეხვედრაში 198 გოლი გაიტანა.
მან „ლესტერთან“ ერთად ინგლისის პრემიერლის ოქროს მედლები მოიპოვა. ალჟირელმა „სიტის“ მაისურით ინგლისის პრემიერლიგა 4-ჯერ, ინგლისის ასოციაციის თასი 2-ჯერ, ინგლისის ლიგის თასი 3-ჯერ, ინგლისის სუპერთასი 2-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ერთხელ მოიგო.
ივლისში მაჰრეზი ალჟირის ნაკრებიდან წავიდა, სადაც 2014 წლიდან გამოდიოდა და 120 თამაშში მეტოქეთა კარი 40-ჯერ აიღო. ამპლუით გარემარბმა ალჟირელებთან ერთად 2019 წელს აფრიკის ეროვნებთა თასი მოიგო.
ლაშა თაბაგარი





