კლოპის ყველაზე ცუდი სტარტი გერმანიის ნაკრების ისტორიაში

0
2

იურგენ კლოპს გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ეროვნულ ნაკრებში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს.
27 სექტემბერს გერმანელები აუგსბურგში საბერძნეთთან 0:1 დამარცხდნენ. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი კოურბელისმა გაიტანა. მანამდე, გერმანიამ გასვლაზე ნიდერლანდებთან 1:1 ითამაშა.
კლოპი ბუნდესნაკრების ისტორიაში მესამე მწვრთნელი გახდა, რომელმაც სასტარტო ორი შეხვედრიდან ვერცერთი მოიგო. თუმცა, ზეპ ჰერბერგერის (1937) და ჰელმუტ შიონის (1965) გაწვრთნილმა გუნდებმა ორივე მატჩი ფრედ დაასრულეს და 2 ქულა აიღეს, როდესაც კლოპის ანგარიშზე 1 ქულაა.
ლაშა თაბაგარი