გულიაშვილის „რასინგმა“ ვიგოში 5 უპასუხო ბურთი გაუშვა

0
3

სანტანდერის „რასინგი“, რომელშიც გიორგი გულიაშვილი გამოდის, ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურში სტუმრად ვიგოს „სელტას“ 0:5 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო.
მასპინძლები მატჩის 32-ე წუთზე უგო გონსალესმა დააწინაურა, რომელმაც პენალტი გამოიყენა, ხოლო 32-ე წუთზე თავი მორიბამ გამოიჩინა. 69-ე წუთზე რომანმა ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა.
78-ე წუთზე დურანის დარტყმის შემდეგ ანგარიში 4:0 გახდა. 83-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან სტუმართა ფეხბურთელმა პასი საჯარიმოში გააკეთა და კარის წინ მდგომმა გულიაშვილმა „მაკრატელათი“ ბურთი კარს გადააცილა.
„რასინგი“ 7 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ამჯერად, ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში გულიაშვილი ერთა ლიგის მოახლოებული მატჩებისთვის არ გამოიძახა.
ლაშა თაბაგარი