ხარებაშვილი პირველი სასტარტო „ბაშაქშეჰირში“

0
1

საბა ხარებაშვილმა „ბაშაქშეჰირის“ სასტარტო შემადგენლობაში თურქეთის სუპერლიგაში პირველად ითამაშა. მე-6 ტურში სტამბოლელებმა შინ „გენჩლერბირლიგი“ 4:0 დაამარცხა და ჩემპიონატში მოუგებელი სერია შეწყვიტა.
ხარებაშვილმა, რომელიც ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთა ლიგის მოახლოებული მატჩებისთვის გამოიძახა შეუცვლელად ითამაშა. მატჩის მე-9 წუთზე ანგარიში სკოვ ოლსენმა გახსნა, ხოლო 33-ე წუთზე სტუმართა კარი შომუროდოვმა აიღო. 53-ე წუთზე სელკემ პენალტიდან მასპინძლების უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. 65-ე წუთზე შომუროდოვმა მეორე გოლი გაიტანა.
ხარებაშვილმა, რომელიც „ბაშაქშეჰირს“ ზაფხულში შეუერთდა, სუპერლიგაში მეორედ ითამაშა. სტამბოლელები 7 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი