საზონოვი „ბეტისთან“ არ ათამაშეს

0
3

„ხეტაფემ“, რომელშიც საბა საზონოვი გამოდის, ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურში სტუმრად სევილიას „ბეტისთან“ მინიმალური ანგარიშით წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი თადარიგში იყო და ამჯერად წუთიც არ ათამაშეს.
მასპინძლებიდან მატჩის ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე ეზალზულიმ გაიტანა. 24 წლის საზონოვმა, რომელიც „ხეტაფეში“ ზაფხულში გადავიდა, მადრიდელთა რიგებში სამჯერ შეცვლაზე ითამაშა. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სექტემბერ-ოქტომბერში ერთა ლიგაში გასამართი შეხვედრებისთვის შეკრებაზე გამოიძახა.
ლაშა თაბაგარი