ფელიპე კოუტინიო კარიერას სან-პაულუს „სანტოსში“ განაგრძობს. 34 წლის ფეხბურთელმა, რომელიც „ვასკო და გამადან“ წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტი იყო კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე გააფორმა. ცნობისთვის, „სანტოსის“ ღირსებას ნეიმარი იცავს.
საკლუბო დონეზე ბრაზილიის ეროვნული გუნდის ყოფილი შემტევი ნახევარმცველი ასევე მილანის „ინტერში“, „ესპანიოლში“, „ლივერპულში“, „ბარსელონაში“, მიუნხენის „ბაიერნში“, „ასტონ ვილაში“ და კატარის „ალ-დუჰაილში“ გამოდიოდა.
მან კარიერის საუკეთესო პერიოდი „ლივერპულში“ გაატარა, სადაც 2012-2018 წლებში ყველა ტურნირში 201 მატჩი ჩაატარა და 54 გოლი გაიტანა. 2018 წლის იანვარში „ბარსელონამ“ კოუტინიო 142 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა, მაგრამ ბრაზილიელმა გაცემული ავანსი ვერ გაამართლა. მან „ბარსაში“ ჩატარებულ 106 მატჩი 26 გოლი გაიტანა.
მან ბრაზილიის ეროვნულ გუნდში 68-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 21-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





