ეკვადორის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად არგენტინელი მარსელო გალიარდო დანიშნეს. 50 წლის სპეციალისტმა თანამემამულე სებასტიან ბეკასესე შეცვალა, რომელიც გუნდის 2024 წლის ივლისიდან 2026 წლის აგვისტომდე ავარჯიშებდა.
გალიარდო საკლუბო დონეზე ურუგვაის „ნასიონალს“, არგენტინის „რივერ პლეიტს“ და საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადს“ ავარჯიშებდა.
მან „ნასიონალს“ ურუგვაის ჩემპიონატი მოაგებინა. გალიარდოს ხელმძღვანელობით „რივერ პლეიტმა“ არგენტინის ჩემპიონატში ერთხელ გაიმარჯვა, არგენტინის თასს სამჯერ დაუეფლა, ხოლო არგენტინის სუპერთასს – ორჯერ. გარდა ამისა, მან „რივერს“ ორჯერ კოპა ლიბერტადორესი მოაგებინა, ერთხელ კი, სამხრეთ ამერიკის თასი. ის 2018 და 2019 წლებში სამხრეთ ამერიკის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი





