საბა საზონოვმა, რომელიც „ხეტაფეს“ ზაფხულში შეუერთდა, ესპანეთის ლა ლიგაში მეოთხედ ითამაშა. მე-5 ტურში მადრიდელებმა ლა კორუანიას „დეპორტივოს“ უმასპინძლეს და მიუხედავად იმისა, რომ იგებდნენ, მხოლოდ ქულა აიღეს – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტოში არ იყო და თამაშში 84-ე წუთზე ჩაერთო. მატჩის 66-ე წუთზე მასპინძლები ტერატსმა დააწინაურა. 78-ე წუთზე სტუმრებიდან ანგარიში გაბონელმა ობამეიანგმა დააწინაურა, რომელიც 35 გოლით ევროპა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ის „დეპორტივოში“ ზაფხულში გადავიდა და 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა, პლუს 2 საგოლე პასი გააკეთა. „ხეტაფე“ 5 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





