„ვოლფსბერგი“, სადაც ოთო მამაგეიშვილი გამოდის, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-6 ტურში შინ ვენის „რაპიდთან“ 0:3 დამარცხდა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ავსტრიის ჩემპიონატში შეუცვლელად პირველად ითამაშა. ის სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეოთხედ მოხვდა. სტუმრებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, ხოლო შესვენების შემდეგ კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. „ვოლფსბერგი“ 5 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
ინგლისის პრემიერლიგის მე-4 ტურში „ლივერპულმა“ სახლში „ფულემს“ ვერ მოუგო – 0:0. საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარე მასპინძლების თადარიგში იყო და არ უთამაშია. „ლივერპული“ 6 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





