გიორბელიძე „ბეშიქთაშთანაც“ სასტარტოში იყო

0
4

გურამ გიორბელიძემ „ერზრუმსფორის“ სასტარტო შემადგენლობაში თურქეთის სუპერლიგაში ზედიზედ მეორედ ითამაშა. მე-5 ტურშიერზრუმელები სტუმრად თურქული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდ „ბეშიქთაშთან“ 0:3დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი მოედანზე პირველიდან ბოლო წუთამდე იმყოფებოდა.
მატჩის 21-ე წუთზე მასპინძლები ტოპჩუმ დააწინაურა, ხოლო 27-ე წუთზე ტროსარმა სტამბოლელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. 81-ე წუთზე სტუმართა მცველმა კირტაიმ ავტოგოლი მიითვალა და დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.
30 წლის გიორბელიძემ მიმდინარე სეზონში სუპერლიგაში 3-ჯერ ითამაშა და ერთი საგოლე პასი შეასრულა. ერზრუმელებს 4 ქულა აქვთ და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი