გიორგი ქოჩორაშვილმა „სევილიაში“ გადასვლის შემდეგ პირველი საგოლე პასი მიითვალა. ესპანეთის ლა ლიგის მე-5 ტურში სევილიელებმა შინ „ვალენსია“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს და მასპინძლების წარმატებაში წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმაც შეიტანა.
ქოჩორაშვილი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო. მან 81-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე დანიშნული ჯარიმის შესრულების დროს ზუსტი პასი ხუან იგლესიასს გაუკეთა, რომელმაც თავით მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. ქოჩორაჩვილმა, რომელიც „სევილიამ“ ზაფხულში ლისაბონის „სპორტინგიდან“ ოთხ მილიონ ევროდ შეიძინა, ამ სეზონში სამი მატჩი ჩაატარა და სასტარტოში ერთხელ მოხვდა. მას კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ივნისამდე აკავშირებს.
ლაშა თაბაგარი





