„დინამომ“ აუტსაიდერს ვერ მოუგო

0
0

ტყიბულის „შახტარმა“, რომელსაც კახა ჩხეტიანი წვრთნის, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში კიდევ ერთი სენსაცია გამოაცხო. 25-ე ტურში გათამაშების აუტსაიდერი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის „დინამოს“ ესტუმრა და არაფერი დაუთმო – 0:0.
დაფიქსირებული ანგარიში მოედანზე განვითარებული მოვლენებს ლოგიკურად ასახავს. „დინამომ“, რომელიც ფავორიტად მიიჩნეოდა, მეტოქეს ვერაფრით აჯობა. მეტიც, თბილისელებმა თამაში 10 ფეხბურთელით დაასრულეს, რადგან მცველი ნიკა უგრეხელიძე სტუმართან ნახევარზე ნახევარმცველ გიორგი ქანთარიას ფეხებში ძალიან უხეშად ჩაუვარდა და არბიტრმა ირაკლი შენგელიამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, წითელი ბარათი აჩვენა.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „დინამომ“ ძალიან მნიშვნელოვანი ქყლები დაკარგა, რადგან გამარჯვების შემთხვევაში პირველ-მეორე ადგილზე მყოფ „რუსთავთან“ და ბათუმის „დინამოსთან“ ჩამორჩენას ორ ქულამდე შეამცირებდა. „დინამოს“ 39 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა, მაგრამ ლიდერებზე ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა. „მეშახტე“ 16 ქულით ბოლო პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი