გოჩოლეიშვილის „კადისი“ ალმერიაში დამარცხდა

0
7

გიორგი გოჩოლეიშვილმა „კადისის“ სასტარტო შემადგენლობაში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში ზედიზედ მეორე თამაში ჩაატარა. მე-4 ტურში „კადისი“ სტუმრად „ალმერიას“ შეხვდა და 2:3 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი 54-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო იური ტაბატაძე, რომელმაც გასულ სეზონში მძიმე ტრავმა მიიღო, არ იყო.
მატჩის მე-13 წუთზე მასპინძლები ხავიერ მუნიოსმა დააწინაურა, ხოლო 25-ე წუთზე კასტრომ საპასუხო ბურთი გაიტანა. 36-ე წუთზე „ალმერია“ წინ დე ლა ფუენტემ გაიყვანა. 44-ე წუთზე ლეო ბაპტიშტაომ მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა. ძირითადი დროსთვის მე-3 წუთზე „ალმერიას“ მცველმა ჩირინომ გოლი თავის კარში გაიტანა. „კადისი“ 3 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი