ფუტსალის ნაკრები ჩეხებთან ისპარინგებს

0
2

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
8 და 10 სექტემბერს, ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისში ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩები ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრებისთვის 15 ფეხბურთელით ემზადება. მათ შორის სამი დებიუტანტია – ბექა გოგსაძე, გიგი ლომაია და ვანო ბექაური.
ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: ალი ასლანი (კსუ), ბექა გოგსაძე (კსუ), გიგი ლომაია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი).
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (პსპ), არჩილ სებისკვერაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ირაკლი თოდუა (პსპ), ვახტან ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლევან სვანიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (კსუ), ვანო ბექაური (არმია), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი).
ლაშა თაბაგარი